ზეკიტო - კოღოს საწინააღმდეგო სპრეი კლასიკი /2 წლ+/ 100მლ
გერმანია
როსმანი
GEL
in stock
new
9.90₾
14.95₾
-34.0%
პროდუქტის შესახებ
ზეკიტო - კოღოს საწინააღმდეგო სპრეი კლასიკი იცავს კანს 8 საათამდე კოღოს ნაკბენისგან, 10 საათამდე ტკიპის ნაკბენისგან. გამოიყენება 2 წლიდან. სპრეი ადვილად ნაწილდება კანზე, არ ტოვებს წებოვნებას და ანიჭებს სასიამოვნო გამაგრილებელ შეგრძნებას.
გამოყენება: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, თანაბრად შეისხურეთ კანის იმ უბნებზე , რომელიც არ არის დაფარული და ხელით გადაინაწილეთ. სახეზე გამოყენებისთვის , სპრეი შეისხურეთ ხელზე და თანაბრად გადაინაწილეთ . უნდა მოარიდოთ თვალებისა და პირის არეს. მოქმედების დროის გასვლის , ძლიერი ოფლიანობის ან წყალთან კონტაქტის შემდეგ, თავიდან დაიტანეთ პროდუქტი კანზე.
გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას. არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე, გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად ჩამოიბანეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. თუ კონტაქტური ლინზები გიკეთიათ, ამოიღეთ და განაგრძეთ ჩამობანა. პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ სითბოს და ცხელ ზედაპირებს.