სოლგარი - მაგნიუმის ციტრატი
შემადგენლობა:
მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი)
სოლგარის მაგნიუმი წარმოდგენილია ციტრატის სახით. ციტრატი მინერალების ხელატორებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას წარმოადგენს. მიკროელემენტების მხოლოდ ციტრატირებულ ფორმას ითვისებს ორგანიზმი კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის დროს. შესაბამისად, მაგნიუმის ციტრატირებულ ფორმას ორგანიზმი ითვისებს მომენტალურად და სრულყოფილად.
ჩვენება:
- მაგნიუმის უკმარისობით გამოწვებული დარღვევები:
- გარე ფაქტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში, ძილის დარღვევა, ადინამია, უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება, დეპრესია, შიში
- გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია
- მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსურ მკურნალობაში)
- სპასტიური მდგომარეობა (მათ შორის ანგიოსპაზმი)
- ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკა
- ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
- ორსულობის შეწყვეტის, გესტოზის საშიშროება
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობა
- პრედმენსტრუალური სიმპტომატიკა: გაღიძიანებადობა, დეპრესია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, კლიმაქტერული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური აშლილობით
- შაქრიანი დიაბეტი
დოზირება:
მიიღება 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
შენახვა:
ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.