პრაქსობელი ტაბლეტი 1მგ #100

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი ვე ტიკარეტი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
პრაქსობელი 1 მგ

ერთი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 1,0 მგ პრამიპექსოლის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს, რომელიც 0,7 მგ პრამიპექსოლის ექვივალენტურია.

ჩვენებები:
პრაქსობელი ნაჩვენებია იდიოპათიური პარკინსონის დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ მოზრდილებში, ცალკე (ლევოდოპას გარეშე) ან ლევოდოპასთან ერთად, ანუ დაავადების მიმდინარეობისას, გვიან ეტაპებამდე, როდესაც ლევოდოპას ეფექტი სუსტდება ან ხდება ცვალებადი და ვლინდება თერაპიული ეფექტის რყევები (დოზის დასასრული ან „on-off“ რყევები).

პრაქსობელი ნაჩვენებია მოზრდილებში ზომიერი და მძიმე იდიოპათიური მოუსვენარი ფეხების სინდრომის სიმპტომური მკურნალობისთვის 0,54 მგ-მდე ფუძის დოზებით (0,75 მგ მარილი)

დოზირება და მიღების წესი: დოზირება
პარკინსონის დაავადება
დღიური დოზა მიიღება თანაბრად გაყოფილი დოზებით 3-ჯერ დღეში.

საწყისი მკურნალობა:
დოზები თანდათან უნდა გაიზარდოს საწყისი დოზით ფუძის 0,264 მგ (0,375 მგ მარილი) დღეში და შემდეგ გაიზარდოს ყოველ 5-7 დღეში. იმ პირობით, რომ პაციენტები არ განიცდიან აუტანელ არასასურველ ეფექტებს, დოზა უნდა ტიტრირდეს მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად.

მიღების წესი:
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, წყალთან ერთად გადაყლაპვით. მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე.

შენახვის პირობები:
ინახება 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი ვე ტიკარეტი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პრამიპექსოლი
დოზა
1მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი