გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა/კომპლექსური თერაპიის, მომატებული ქოლესტერინის, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის დროს.
3 კაფსულა შეიცავს:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა/კომპლექსური თერაპია; სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე; ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა; ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები და კოგნიტური დარღვევები; კანის სიმშრალე, ეგზემა, ფსორიაზი; ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და სხვა გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ენდოკრინოლოგიური პრობლემები: სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპოთირეოზი; იმუნიტეტის გაძლიერება სეზონური ინფექციებისა და ქრონიკული პათოლოგიებისას.
სკანდინავიური თევზის ქონი გახლავთ ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (EPA, DHA) ბუნებრივი წყარო. გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მხარდასაჭერად და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, იმუნური სისტემის, თვალის, კანის და მთლიანად ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციობას.
სკანდინავიური თევზის ქონი - შეიცავს პოლიუჯერ ომეგა-3 - ის ცხიმოვან მჟავებს. ეიკოზაპენტაენის მჟავა (DHA) და დოკოზაჰექსაენის მჟავა (EPA), რომლებიც წარმოადგენენ ყველა უჯრედის მემბრანის ძირითად შემადგენელ ნაწილს და აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესებისთვის. ვიტამინი E - აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების სრულყოფილი ათვისებისთვის, ასევე, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. მათი ერთობლივი მოქმედება აქვეითებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და თრომბების წარმოქმნის რისკს, არეგულირებს სისხლის შედედებას და არტერიულ წნევას, აუცილებელია თავის ტვინის, ნერვული სისტემის და მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარგი განწყობისა და კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებაში , ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, შესაბამისად ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას, ხელს უწყობს კანის ტროფიკას (კვებას), აძლიერებს მეტაბოლიზმს, ამცირებს გაცხიმოვნებას, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური ეფექტებით უზრუნველყოფს ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალებისა და მავნე ნივთიერებების ელიმინაციას.
რეკომენდებულია 18 წლიდან, 2- 3 კაფსულა დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობისა და ლაქტაციისას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.