მიკროდაცინი ჰიდრო გელი 400გრ #1

მიკროდაცინი ჰიდრო გელი 400გრ #1

ნიდერლანდები

სონომა ფარმაცეუტიკალსი

გამოიყენება ნებისმიერი ხარისხის დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ნაწოლების, მოყინვების, ჭრილობების დასამუშავებლად.

პროდუქტის შესახებ

მიკროდაცინი ჰიდრო გელი 400გრ

შემადგენლობა:

  • სუპერ ოქსიდირებული წყალი
  • ნატრიუმის ქლორიდი - NaCI
  • ჰიპოქლორიუმის მჟავა - HOCI
  • ნატრიუმის ჰიპოქლორიტი - NaOCI
  • ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი >950 mV
  • მაღალი ჰიპოტონურობა - 13 mOsml/L


ჩვენება:

  • მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დასამუშავებლად:
  • ნებისმიერი წარმოშობის და ყველა ხარისხის დამწვრობა (თერმული, მზით, ქიმიური, ელექტრო, სხივური)
  • მოყინვები
  • ნაწოლები
  • კიდურების სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები (მათ შორის, ვენური უკმარისობა, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ტერფი, წითელი ქარი და ა.შ.)
  • ჩირქოვანი ჭრილობები
  • საყოფაცხოვრებო ტრავმები
  • ინფიცირებული დერმატიტები
  • მარტივი, კონტაქტური დერმატიტი
  • მიკრობული ეგზემა
  • სტრეპტო - სტაფილოდერმია
  • მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს ღრუ ორგანოების საირიგაციოდ
  • ქირურგიული ოპერაციების დროს შინაგანი ორგანოების ლავაჟისათვის (მაგ: სეფსისის დროს)

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკროდაცინის გამოყენება ექსუდატით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ჭრილობების დროს!


მიკროდაცინს გააჩნია:


  • ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, როგორც გრამ+, ისე გრამ - ბაქტერიებზე, ანაერობებზე და რეზისტენტულ შტამებზე. მათ შორის:
  • MRSA - მეტიცილინ რესიზტენტული Staphylococcus aureus
  • VRE - ვანკომიცინ რეზისტენტული Enterococcus faecalis
  • ფსევდომონას მიმართ Pseudomonas Aeruginosa
  • მულტირეზისტენტული Acinetobacter baumannii მიმართ

ასევე, გააჩნია:

  • ანტივირუსული მოქმედება (მათ შორის, HIV-I-ის, HPV-ის და HSV-ის მიმართ)
  • ანტიფუნგალური
  • ანტიპროტოზოული


დოზირება:

​მიკროდაცინის ხსნარი გამოყენება შესაძლებელია ჭრილობაზე პირდაპირ დასხმით.
ასევე ძველ ნახვევზე დასხმა და ისე მოცილება. რაოდენობა დამოკიდებულია ჭრილობის ზომაზე, სიღრმეზე და მდებარეობაზე.
გამოიყენება მიკროდაცინით ჭრილობის დამუშავების შემდეგი რეჟიმები:
წითელი ჭრილობების შემთხვევაში - დღეში ერთხელ
ყვითელი ჭრილობების შემთხვევაში - 1-2-ჯერ დღეში
შავი (ნეკროზული) ჭრილობების შემთხვევაში - 2-3-ჯერ დღეში


გამოყენების წესი:

  • ​ჭრილობის ირიგაცია.
  • ჭრილობის გასუფთავება და მკვდარი უჯრედების მოშორება საფენის დახმარებით.
  • ჭრილობის გასუფთავების შემდგომ მიკროდაცინის ჰიდროგელი უნდა დავიტანოთ.
  • ჭრილობაზე ისე, რომ ზედაპირი დაფაროს გელის 2-5 მმ-ით.
  • ჭრილობას შეიძლება დაედოს ნებისმიერი ტიპის საფენი.

მიკროდაცინის ჰიდროგელი

  • არ არის ტოქსიკური და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს
  • გამოყენება შეიძლება კომბინაციაში ნებისმიერი სხვა ტიპის ჭრილობის სამკურნალო საშუალებასთან
  • გამოიყენება ნებისმიერ ნახვევზე/სახვევზე
  • მიკროდაცინის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე, ის ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების ხანგრძლივობას

ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სონომა ფარმაცეუტიკალსი
ქვეყანა
ნიდერლანდები
ჯენერიკი
ჰიპოქლორიული მჟავა+ნატრიუმის ჰიპოქლორატი
ფორმა
გელი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
400გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი