აქტიური ნივთიერებაა დოროტავერინის ჰიდროქლორიდი (drotaverina hydrochloride). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40მგ დოროტავერინის ჰიდროქლორიდს. სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
დრო სპაზის ტაბლეტები არის ანტისპაზმური (სპაზმების მომხსნელი) პროდუქტი და შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების დროს: გლუვი კუნთების სპაზმები, რომლებიც დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტთან: კენჭები ნღვლის ბუშტში, ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება). გლუვი კუნთების სპაზმი საშარდე გზების დაავადებებში: კენჭები თირკმელში, კენჭები საშარდე გზებში, თირკმლის ანთება, ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), შარდის ბუშტის სპაზმი. როგორც დამხმარე თერაპია: - კუჭისა და ნაწლავის გლუვი კუნთების სპასტიური ტკივილის მდგომარეობა: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭის სპაზმი, ენტერიტი (ნაწლავის ლორწოვანის ანთება), მსხვილი ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა და გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს ყაბზობა ან მეტეორიზმი (გაზების წარმოქმნა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ძირითადად ნაწლავებში). - დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის დროს. - სპასტიური ტკივილის მდგომარეობა გინეკოლოგიური დაავადებების დროს: მტკივნეული მენსტრუაცია.
როგორ მიიღება დრო სპაზი ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. მიიღება პერორალურად სითხის საკმარისი რაოდენობით. თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა, რეკომენდებული დოზაა: მოზრდილები: 3-6 ტაბლეტი დღეში (დაყოფილი 2-3 დოზად). ბავშვები: დროტავერინის გამოყენება ბავშვებში არ არის შეფასებული კლინიკურ კვლევებში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დროტავერინი მიიღება: 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება მიეცეს მაქსიმუმ 1/2 - 1 ტაბლეტი (20-40 მგ) 2-5-ჯერ დღეში. ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როგორ ინახება დრო სპაზის ტაბლეტები ინახება ორიგინალ შეფუთვაში 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.