ანგინ-ჰეელი SD სპრეი 20მლ #1

გერმანია

ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ

გამოიყენება ტონზილიტის პირველივე ნიშნების, გაციების, ყელის ტკივილის დროს.

პროდუქტის შესახებ

ანგინ - ჰეელი SD სპრეი

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები:

  • Arnica montana D4 - 1.071 გ
  • Atropa bella-donna D4 - 2.143 გ
  • Phytolacca americana D4 - 1.071 გ
  • Hepar sulfuris D6 - 2.143 გ

დამატებითი ინგრედიენტები:

  • ეთანოლი (43%),
  • გლიცერინი (85%),
  • გამწმენდი წყალი.


ჩვენება:

Angin SD liquid არის ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება გაციების და ყელის ტკივილის, აგრეთვე ტონზილიტის პირველივე ნიშნების დროს, Angin SD liquid-ის ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტები ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებს;
მისი გამოყენების სფერო მოიცავს:

  • ყელის ტკივილისა და ყლაპვის გაძნელების შემსუბუქებას,
  • ხახის, ტონზილებისა და ყელის ანთების მკურნალობას.



დოზირება: 

მოზრდილები და 12 წლიდან ბავშვები – 1-2 შესხურება 1-დან 3-ჯერ დღეში.
მწვავე შემთხვევებში: 1-2 შესხურება ყოველ 30-60 წუთში, მაქსიმუმ 6-ჯერ დღეში.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე – 1-2 შესხურება 1-დან 3-ჯერ დღეში (არაუმეტეს 4 შესხურებისა დღეში).
მწვავე შემთხვევებში: 1-2 შესხურება ყოველ 30-60 წუთში, არაუმეტეს 8 შესხურებისა დღეში.

თუ სიმპტომები უმჯობესდება, უნდა შემცირდეს გამოყენების სიხშირე.


გამოყენების წესი:

  • პრეპარატის შესხურება უნდა მოხდეს პირის ღრუში, ყელის მიმართულებით.
  • პირველად გამოყენებამდე, დააჭირეთ სპრეის თავსახურს რამდენჯერმე, სანამ ერთგვაროვანი შესხურება დაიწყება.
  • გამოყენების დროს შეაჩერეთ სუნთქვა და დაიცავით ბოთლის ვერტიკალური მდგომარეობა.


განსაკუთრებული მითითება დაუსაფრთხოებისზომები: 

გამოიყენება ბავშვებში 6 წლიდან; ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს მიჩვევას  და თერაპიული ეფექტის დაქვეითებას; არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროებელ, ანტიჰისტამინურ კომპონენტებს, ჰორმონებს და ანტიბიოტიკებს.


შენახვა:

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე. 

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!
ფორმა
სპრეი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი