ამელოტექსი-ნიუ გელი გამოიყენება სიმპტომატური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად; დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.
100 გ გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება მელოქსიკამი (ნივთიერების 100% გადათვლით)- 1.0 გ;
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპიროლიდონი, ეთანოლი 95%, კარბომერი, ტრომეტამოლი, ფორთოხლის ყვავილების ზეთი, ლავანდის ზეთი, გასუფთავებული წყალი.
ტკივილის სინდრომის თანხლებით ოსტეოართროზის სიმპტომატური თერაპია.გამოიყენება სიმპტომატური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად; დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.
მომატებული მგრძნობელობა მელოქსიკამის მიმართ და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (მათ შორის სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ); სრული ან არასრული შეხამება ბრონქიალური ასთმის, ცხვირსა და პარანაზალურ სინუსებთან მარეციდივირებელი პოლიპოზისა და აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების აუტანლობა (მათ შორის ანამნეზში), გამოყენების სავარაუდო ადგილებში კანის საფარის მთლიანობის დარღვევასთან; ბავშვთა ასაკი (18 წლამდე) (ეფექტურობა და უსაფრთხოება დაუდგენელია); ორსულობა.
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), კუჭ-ნაწლავის აქტიური სისხლდენა; თირკმელების პროგრესირებადი დაავადებები, თირკმელების მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალიემია, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, ხანდაზმული ასაკი, კოაგულაციის დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
გარეგანად. არ გამოიყენოთ შიგნით!
გელის ზოლი სიგრძით 4 სმ (2 გ) წაისვით 2-ჯერ დღეში თხელი ფენით სუფთა მშრალ კანზე დაზიანების ზევით და მსუბუქად შეიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. თერაპიის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეიძლება ვარირებდეს დაზიანების ადგილსა და გამოხატულ თერაპევტულ ეფექტზე დამოკიდებულებით და შეადგენს არაუმეტეს 4 კვირას.
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.