Xiloal ZERO 10ml in vial #1
Xiloal ZERO 10ml in vial #1

Xiloal ZERO 10ml in vial #1

იტალია

ფარმიგეა
About Product
შემადგენლობა:
ნატრიუმის ჰიალურონატი (0.2% w/v), TS-პოლისაქარიდი (0.2% w/v), მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.
რას წარმოადგენს ეს წამალი?
ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero) არის სტერილური, კონსერვანტებისაგან თავისუფალი, დამატენიანებელი და საპოხი ეფექტის მქონე ოფთალმოლოგიური (თვალის) ხსნარი, რომელიც შეიცავს შემდეგ დამცავ ნივთიერებებს: ლორწოვანი გარსის მიმართ მიმეტიკური მოქმედების მქონე საპოხ ნივთიერებას (ნატრიუმის ჰიალურონატს) და დაცავი და დამაბალანსებელი ფუნქციების მქონე ნივთიერებას (TS-პოლისაქარიდს).
პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს და ფოსფატებს.

როდის უნდა მოხდეს მისი გამოყენება?
ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero) წარმოადგენს TS-პოლისაქარიდისა და მაღალი მოლეკულური წონის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატის კომბინირებულ ოფთალმოლოგიურ ხსნარს, რომელიც შემუშავებულია ბიოტექნოლოგიური სინთეზის საფუძველზე და გამოიყენება თვალების სიმშრალის ხანგრძლივი შვეების მოგვრის ეფექტის მიღების მიზნით.
ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს თვალის ლორწოვანი გარსის მიმართ მიმეტიკური მოქმედების და შესანიშნავი საპოხი თვისებების მქონე ნივთიერებას (რაც განპირობებულია მისი ხსნარის მაღალი სიბლანტით), რომელიც იწვევს დამატენიანებელი მოქმედების ეფექტს და ცრემლის აპკისებრი გარსის სტაბილიზაციას.
TS-პოლისაქარიდი წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც ექსტრაგირებულია Tamarindus indica მცენარის თესლებიდან და ფლობს თვალის რქოვანა გარსისა და კონიუნქტივის დამცავ ეფექტებს. კერძოდ, TS-პოლისაქარიდი თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს, რომელიც ხელს უწყობს ცრემლის აპკისებრი გარსის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას.
ზემოთ აღნიშნული ამ 2 ნივთიერების კომბინაცია ხასიათდება სინერგიული ზემოქმედებით თვალის რქოვანა გარსსა და კონიუნქტივაზე და იცავს რა მათ გარემო ფაქტორების (ქარი, მზე, კვამლი, მშრალი ჰაერი), მხედველობითი სტრესის (სინათლის შუქის ჭარბი ზემოქმედება, კომპიუტერების ხანგრძლივი გამოყენება), ან მექანიკური ფაქტორების (კონტაქტური ლინზების მოხმარება, თვალის ოპერაციების-შემდგომი პერიოდი) მიერ გამოწვეული გაღიზიანებისაგან, განაპირობებს ხანგრძლივი შვების მომგვრელი ეფექტის განვითარებას.
ქსილოიალ ზეროს (Xiloial Zero) გამოყენება შეთავსებადია კონტაქტური ლინზების მოხმარებასთან და შესაბამისად, არ არის აუცილებელი ლინზების მოხსნა ამ ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენების წინ.
რა რაოდენობით უნდა მოხდეს მისი მიღება?
ერთი (1) წვეთი ყოველ თვალში დღეში ერთხელ, ან მეტჯერ (საჭიროების მიხედვით).

სიფრთხილის ზომები:
 პროდუქტი მოწოდებულია მხოლოდ გარეგანი (ოფთალმოლოგიური) გამოყენებისათვის.
 არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუკი ადგილი ექნება მისი შემცველი კონტეინერის დაზიანებას.
 არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუკი თქვენ გაქვთ ზემგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
 არ გამოიყენოთ პროდუქტი მის კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 არ შეახოთ ბოთლის წვერი თქვენი თვალის ზედაპირს.
 არ დალიოთ ეს ხსნარი.
 იშვიათ შემთხვევებში, ხსნარის მაღალი სიბლანტის გამო, თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ შეიძლება ადგილი ექნეს მხედველობის მსუბუქი და დროებითი დაბინდვის განვითარებას; ამდენად, რეკომენდებულია, რომ მკვეთრი და ნათელი მხედველობის საჭიროების მქონე ქმედებების განხორციელებამდე, თქვენ მცირეოდენი ხნის განმავლობაში დაელოდოთ მხედველობის აღნიშნული დაბინდვის გაქრობას.
 რომელიმე სხვა ოფთალმოლოგიური (თვალის) წამლის მიღებამდე, თვალის ამ წვეთების გამოყენების შემდეგ მოიცადეთ მინიმუმ 10-15 წუთის განმავლობაში.
 გახსნის შემდეგ, ყოველი ბოთლი შეიძლება რომ გამოყენებული იქნეს მხოლოდ 90 დღემდე ხანგრძლივობის მქონე პერიოდის განმავლობაში.
 გულდასმით მოხუფეთ ბოთლი მისი ყოველი გამოყენების შემდეგ და დარწმუნდით, რომ მის წვერზე არ არის დარჩენილი ხსნარის წვეთები; ნარჩენი წვეთების არსებობის შემთხვევაში, მაჯის სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით მოაშორეთ ისინი ბოთლის წვერს.
 ბოთლის ჩაფუშვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, არ გამოდევნოთ ბოთლიდან 30 ურთიერთმომდევნო წვეთზე მეტი.
 შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
 შეინახეთ 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
 ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.
Show More
More Info
Brand
ფარმიგეა
Country
იტალია
Generic
hyaluronate sodium+propilenglycol 400+hydroxipropilguar
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
Home
Cart
My Page
Pharmadepot | Xiloal ZERO 10ml in vial #1