შემადგენლობა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: აპიქსაბანი 2.5 მგ ან 5 მგ. დამხმარე ნივთიერებებს: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოყენების ჩვენებები ვენოზური თრომბოემბოლიის (ვთე) პროფილაქტიკა ზრდასრულ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის შეცვლის გეგმიური ოპერაცია. ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილ პაციენტებში წინაგულის არასარქვლოვანი ფიბრილაციით (წასფ)ერთი ან მეტი ისეთი რისკ-ფაქტორით, როგორიცაა მანამდე გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ასაკი ≥ 75 წელზე, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სიმპტომური გულის უკმარისობა (II კლასი ან უფრო მაღალი ნიუ-იორკის გულის ასოციაციის ( NYHA ) კლასიფიკაციის მიხედვით). ღრმა ვენების თრომბოზისა (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიების (ფათე) მკურნალობა, აგრეთვე ღვთ-სა და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკა ზრდასრულებში (ჰემოდინამიურად არასტაბილური ფათე-ს მქონე პაციენტების შესახებ ინფორმაცია მოყვანილია განყოფილებაში „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს).
გამოყენების წესი და დოზები დოზირების რეჟიმი აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ პერორალურად ორჯერ დღე-ღამეში. საწყისი დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ. ექიმებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ანტიკოაგულაციური თერაპიის უფრო ადრე ჩაატარების პოტენციური უპირატესობა ვთე-ს პროფილაქტიკისათვის, ასევე პოსტოპერაციული სისხლდენის რისკები თერაპიის დაწყების დროის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დროის ამ ფანჯრის ფარგლებში.
გამოყენების წესი შინაგანი მიღებისთვის. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით, საკვების მიღების მიუხედავად. პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და სუსპენდირდეს წყალში ან გლუკოზის წყალში გახსნილი 5% -იან ხსნარში ან ვაშლის წვენში, ან შერეულ იქნას ვაშლის პიურეში და დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. ალტერნატივის სახით, ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და სუსპენდირდეს 60 მლ წყალში ან გლუკოზის წყალში გახსნილ 5% ხსნარში და დაუყოვნებლივ იქნას შეყვანილი ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით. დაქუცმაცებული ტაბლეტები სტაბილურია წყალში, გლუკოზის წყალში გახსნილ 5% ხსნარში, ვაშლის წვენში და ვაშლის პიურეში 4 საათის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა წარმოების დღიდან 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის ინახება არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!