შემადგენლობა: ყოველი გაფრქვევა შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატს (მონოჰიდრატის სახით).
ჩვენება გამოიყენება მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თივისმიერი ცხელების (სეზონური ალერგიული რინიტის) და წლიური ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების) სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება მთელი წლის განმავლობაში. გამოიყენება თივისმიერი ცხელების საპროფილაქტიკოდ (საპრევენციოდ) მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში. გამოყენება შეიძლება 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის დიაგნოზით. პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს დამტვერვის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე. ნეპტა ასევე გამოიყენება ცხვირის პოლიპების (არასიმსივნური წარმონაქმნების) სამკურნალოდ 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში.
გამოყენების წესი და დოზები თივისმიერი ცხელება და წლიური რინიტი მოზრდილები, ხანდაზმული პირებიდა 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ჩვეულებრივი დოზაა 2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ. როგორც კი სიმპტომები კონტროლირებადი გახდება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღეში ერთხელ შესხურება თითოეულ ნესტოში. 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები ჩვეულებრივი დოზაა 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ. ცხვირის პოლიპები გამოიყნება 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის ორი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ. ნეპტას ცხვირის სპრეი აღჭურვულია მტვრისგან დამცავი თავსახურით, რომელიც იცავს საფრქვევს და ინარჩუნებს მის სისუფთავეს. მოხსენით იგი სპრეის გამოყენებამდე და დაახურეთ გამოყენების შემდეგ. არ გახვრეტოთ სპრეის ტუმბოს წვერი. თუ პირველად იყენებთ სპრეის, საჭიროა ბოთლის სპრეის 10-ჯერ ამოტუმბვა, სანამ არ წარმოიქმნება თხელი ნისლი: 1. ბოთლი ნაზად შეანჯღრიეთ; 2. მოათავსეთ საჩვენებელი თითი და შუა თითი საფრქვევის ორივე მხარეს, ხოლო ცერა თითი ბოთლის ქვეშ; 3. დაიჭირეთ საფრქვევი თქვენგან მოშორებით და შემდეგ დააჭირეთ თითებით ქვევით სპრეის გამოსაფრქვად; თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა ბოთლის სპრეის 2-ჯერ გასხურება, სანამ არ წარმოიქმნება თხელი ნისლი.
გამოყენების ინსტრუქცია 1. ნაზად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით მტვრისგან დამცავი თავსახური. (სურათი 2. ნაზად მოიწმინდეთ ცხვირი. 3. დახურეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ საფრქვევი მეორე ნესტოში, როგორც ნაჩვენებია (სურათი 2). თავი ოდნავ დახარეთ წინ, ბოთლი გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. 4. დაიწყეთ ნაზად ან ნელა სუნთქვა ცხვირით და სანამ სუნთქავთ, შეისხურეთ თხელი ნისლისებური სპრეი ცხვირში თითების ერთხელ დაჭერით. 5. ამოისუნთქეთ პირით. გაიმეორეთ მე-4 ნაბიჯი მეორე შესხურების შესასუნთქად იმავე ნესტოში. 6. გამოიღეთ საფრქვევი ამ ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით. 7. გაიმეორეთ 3-დან 6-მდე ნაბიჯები მეორე ნესტოსთვის (სურათი 3). 8. სპრეის გამოყენების შემდეგ, საფრქვევი ფრთხილად გაწმინდეთ სუფთა ხელსახოცით ან ნაჭრით და დაახურეთ მტვრისგან დამცავი თავსახური.
უკუჩვენება ნეპტა არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მომეტაზონის ფუროატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; ცხვირის ინფექცია. ცხვირის სპრეის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინფექციისგან სრულად განკურნება; მოკლე პერიოდში გაკეთებული ოპერაცია ცხვირზე ან ცხვირის დაზიანების არსებობისას. ცხვირის სპრეი არ გამოიყენება მის შეხორცებამდე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს
შენახვის პირობები ინახება არაუმეტეს 25რC. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. არ გაყინოთ.