Nadroxan solution for inj 3800IU/0.4ml #10

Nadroxan solution for inj 3800IU/0.4ml #10

Russia

ფარმფირმ სოტექსი
-10% Extra With VISA Card
About Product
ნადროქსანი

შემადგენლობა:
1 შპრიცი (0,4 მლ) შეიცავს კალციუმის ნადროპარინი 3800 ანტი-Xa ME (38,0 მგ) აქტიური ნივთიერების სახით;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 0,1% ან ქლორწყალბადმჟავას ხსნარი 0,1 მ - pH 5,0 - 7,5-მდე, საინექციო წყალი - 0,4 მლ-მდე.

გამოყენების ჩვენება
- თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა:
- ზოგადი ქირურგიული და ორთოპედიული ჩარევებისთვის;
- თრომბოზის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მწვავე რესპირატორული უკმარისობით და/ან რესპირატორული ინფექციით და/ან გულის უკმარისობით), რომლებიც იმყოფებიან წოლით რეჟიმზე მწვავე თერაპიული პათოლოგიის გამო ან ჰოსპიტალიზებული არიან რეანიმაციის ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
•ზომიერი/მძიმე ფილტვის ემბოლიის ან ქვედა კიდურების პროქსიმალური ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა.
•ჰემოდიალიზის დროს სისხლის შედედების პრევენცია.
•არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა.

უკუჩვნება
•მომატებული მგრძნობელობა კალციუმის ნადროპარინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
•ანამნეზში II ტიპის მძიმე ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია (ჰგთ), გამოწვეული არაფრაქციული ან დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინის გამოყენებით, ან ნებისმიერი თრომბოციტოპენია, რომელიც გამოწვეულია კალციუმის ნადროპარინის გამოყენებით.
•თრომბოციტოპენია ანტითრომბოციტების ანტისხეულების დადებით ტესტთან ერთად in vitro კალციუმის ნადროპარინის არსებობისას (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“)
•სისხლდენის ნიშნები ან სისხლდენის გაზრდილი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ჰემოსტაზის დარღვევასთან, გარდა ჰეპარინის მიერ არ გამოწვეული ДВС სინდრომისა.
•სისხლდენის მიდრეკილების მქონე ორგანოების ორგანული დაზიანებები (მაგალითად, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული).
•ქალასშიდა სისხლდენა.
•მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი.
•თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალციუმის ნადროპარინს თრომბოემბოლიის და ვენური თრომბოზის, არასტაბილური სტენოკარდიის და არა Q კბილით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ.
•თავის ტვინის, ზურგის ან თვალის დაზიანებები ან ოპერაციები.
•ადგილობრივი და რეგიონალური ანესთეზია გეგმიური ქირურგიისთვის პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალციუმის ნადროპარინს ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის, არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25 С ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ფარმფირმ სოტექსი
Country
Russia
Generic
nadroparin calcium
Dose
3800სე/0.4მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
მზა შპრიცი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page