შემადგენლობა ერთ ამპულაზე: დოზირება 3000 ანტი-Xa МЕ/0,3 მლ (ექვივალენტურია 30მგ/0,3 მლ) მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ენოქსაპარინს 30 მგ; დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,3 მლ-მდე. დოზირება 4000 ანტი-Xa МЕ/0,4 მლ (ექვივალენტურია 40მგ/0,4 მლ) მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ენოქსაპარინს 40 მგ; დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,4 მლ-მდე. დოზირება 6000 ანტი-Xa МЕ/0,6 მლ (ექვივალენტურია 60მგ/0,6 მლ) მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ენოქსაპარინს 60 მგ; დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი- 0,6 მლ-მდე.
ჩვენებები გამოყენებაზე ჰემოქსიპარინი® ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად. •ვენური თრომბოზებისა და ემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას ზომიერი და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ორთოპედიული და ზოგადქირურგიული ოპერაციების ჩარევებისას, მათ შორის ონკოლოგიური. •ვენური თრომბოზისა და ემბოლიების პროფილაქტიკა წოლით რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს, გულის მწვავე უკმარისობისა და გულის ქრონიკული უკმარისობის დეკომპენსაციის ჩათვლით (III ან IV კლასი NYHA), სუნთქვის უკმარისობა, ასევე მწვავე ინფექციების დროს და რევმატული დაავადებების ვენური თრომბოწარმოშობის გაზრდილი რისკის დროს (იხ. „განსაკუთრებული ჩვენებები“). •ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა, გარდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შემთხვევებისა, რომელიც საჭიროებს თრომბოლიზურ თერაპიას ან ქირურგიულ ჩარევას. •თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკა ექსტრაკორპორალური სისხლმიმოქცევის სისტემაში ჰემოდიალიზის დროს.
მწვავე კორონარული სინდრომი: - არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ST სეგმენტის აწევის გარეშე აცეტილსალიცილის მჟავას პერორალურ მიღებასთან ერთად; - ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მედიკამენტოზურ მკურნალობას ან შემდგომ კანქვეშა კორონარულ ჩარევას.
გამოყენების წესი: პრეპარატის კუნთებში შეყვანა არ შეიძლება! წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცი მზად არის გამოყენებისთვის. პრეპარატი არ კეთდება კუნთებში!
კანქვეშა შეყვანა ინექციები, სასურველია, ჩატარდეს ავადმყოფის „მჯდომარ“ ან „წოლით“ მდგომარეობაში. ინექციის ადგილი კარგად უნდა ჩანდეს. ინექციის ოპტიმალური უბანი არის - ჭიპიდან 5-6სმ მარცხნივ ან მარჯვნის. ინექციები უნდა გაკეთდეს მონაცვლეობით მუცლის მარჯვენა ან მარცხენა წინალატერალურ ან უკანალატერალურ ზედაპირზე. ინექციის ჩატარებამდე საჭიროა საფუძვლიანად საპნიანი ხსნარით ხელების და მუცლის უბანის, სადაც შეიყვან ება პრეპარატი, დაბანა, გამშრალება, საინექციო ადგილის მოწმენდა სპირტიანი ხელსახოცით. ნემსის შეყვანა საჭიროა ვერტიკალურად (არა გვერდიდან) 900 გრადუსიანი კუთხით მოგროვილ კანის ნაოჭში მთელ სიგრძეზე ინექციის დასრულებამდე დიდსა და საჩვენებელ თითებს შორის დაკავებით. კანის ნაოჭს ხელს უშვებთ მხოლოდ ინექციის დასრულების შემდეგ.
არ დაზილოთ ინექციის ადგილი პრეპარატის შეყვანის შემდეგ.
შენახვის პირობები: შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.