İrdapin PLUS tab 150mg+12.5mg+5mg #28

İrdapin PLUS tab 150mg+12.5mg+5mg #28

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი ვე ტიკარეტი
About Product
ირდაპინ პლუსი

•მოქმედი ნივთიერებები: თითოეული აპკიანი ტაბლეტი შეიცავს 150 მგ ირბესარტანს, 6,945 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც არის 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტური და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
•დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 (ლაქტოზას მონოჰიდრატის (ძროხის რძისგან მიღებული) და ცელულოზის ნარევი), მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი 200 უწყლო, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 615, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ოპადრი KB დაბალი სიბლანტით თეთრი 310A180023 (მაკროგოლი (PEG) პოლივინილის სპირტის გრაფტის კოპოლიმერი, ტიტანის დიოქსიდი, კაოლინი, კოპოლივიდონი, ნატრიუმლაურილის სულფატი), ოპადი KB დაბალი სიბლანტის წითელი 310A150004 (მაკროგოლი (PEG) პოლივინილის სპირტის გრაფტის კოპოლიმერი, კაოლინი, წითელი რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, კოპოლივიდონი, ნატრიუმლაურილის სულფატი)


გამოყენება
•ირდაპინ პლუსი არის სამი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია, რომლებსაც ეწოდება ირბესარტანი, ამლოდიპინი და ჰიდროქლოროთიაზიდი.
•ირდაპინ პლუსი შეიცავს 150 მგ ირბესარტანს, 5 მგ ამლოდიპინს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
•ირბესარტანი მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების შემაკავშირებელ ადგილს და ავიწროებს მათ. ეს ზრდის არტერიულ წნევას. ირბესარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის შეკავშირებას ამ დამაკავშირებელ ადგილთან. შედეგად, სისხლძარღვები დუნდება და არტერიული წნევა იკლებს.
•ამლოდიპინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია კალციუმის ანტაგონისტების სახელით. ამლოდიპინი ხელს უშლის კალციუმის შეღწევას სისხლძარღვების კედლებში და აჩერებს სისხლძარღვების შეკუმშვას, რითაც ამცირებს არტერიულ წნევას.
•ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური ჯგუფის ერთ-ერთი შარდმდენი პრეპარატი. ის ზრდის შარდის გამოყოფას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.
•ირდაპინ პლუსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

შენახვის პირობები
შეინახეთ ირდაპინ პლუსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25C-ზე ქვემოთ, მშრალ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი ვე ტიკარეტი
Country
თურქეთი
Generic
irbesartan+hydrochlorthiazide+amlodipine
Dose
150მგ+12.5მგ+5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page