Heparin-Hasco Forte 1000 I.U./g 35g gel for local use aluminum tube №1
Heparin-Hasco Forte 1000 I.U./g 35g gel for local use aluminum tube №1

Heparin-Hasco Forte 1000 I.U./g 35g gel for local use aluminum tube №1

პოლონეთი

ჰასკო-ლეკი
About Product
ჰეპარინი-ჰასკო ფორტე

- აქტიური ნივთიერებაა ჰეპარინის ნატრიუმი. ერთი გრამი გელი შეიცავს 1000 სე ჰეპარინის ნატრიუმს.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კარბომერი 5984, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 30%, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 20, ვარდის არომატი Aღ 0287, გაწმენდილი წყალი.

გამოყენება:
ჰეპარინი-ჰასკო ფორტე შეიცავს ჰეპარინს, რომელსაც ანტითრომბოზული, ანტიანთებითი და შეშუპების
საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
მედიკამენტი განკუთვნილია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ჰეპარინი-ჰასკო ფორტე ნაჩვენებია დამხამრე მკურნალობისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ზედაპირული ვენების დაავადებები;
- ვენების ანთება;
- თრომბოფლებიტი;
- ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენები;
- შეშუპება, სისხლჩაქცევები, კანქვეშა ჰემატომები.

გამოყენების წესი:
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთის
დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან
ექთანთან კონსულტაცია.
მედიკამენტი განკუთვნლია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.
რეკომენდებულია გელის თხელი ფენა (3 სმ -10 სმ ზოლი) თანაბრად განაწილდეს დაზიანებულ არეზე, 2-3-ჯერ
დღეში.
საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა მედიკამენტის გამოყენების შემდეგ.

შენახვის წესი:
ინახება თავდახურულ, ორიგინალ კონტეინერში, 25C-ის ქვემოთ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ჰასკო-ლეკი
Country
პოლონეთი
Generic
heparin
Dose
1000სე/1გრ
Form
გელი
Quantity
1
Volume
35გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page