შემადგენლობა აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს და 75 მგ ასპირინს.
თერაპიული ჩვენებები Clopid-AS ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების მეორადი პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ASA). Clopid-AS არის ფიქსირებული დოზის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, თერაპიის გასაგრძელებლად, შემდეგ შემთხვევებში: •მწვავე კორონარული სინდრომი (არასტაბილური სტენოკარდია ან Q-არაწარმომქმნელი მიოკარდიუმის ინფარქტი) ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე, მათ შორის პაციენტებში პერკუტანული კორონარული სტენტირებით. •მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, დასაშვებია თრომბოლიზური თერაპია.
დოზირება და მიღების წესები დოზირება ზრდასრულები და ხანდაზმულები Clopid-AS 75 მგ/75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები Clopid-AS უნდა მიეცეს ერთჯერადად, დღიური დოზით 75 მგ/75 მგ. Clopid-AS ფიქსირებული დოზის კომბინაცია გამოიყენება კლოპიდოგრელით და აცეტილსალიცილის მჟავას (ASA) ცალკე თერაპიის დაწყების შემდეგ, ცვლის ცალკეულ კლოპიდოგრელის და ASA პროდუქტებს. •პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით (არასტაბილური სტენოკარდია ან Q-არაწარმომქმნელი მიოკარდიუმის ინფარქტი) ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე, მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ოფიციალურად არ არის დადგენილი. კლინიკური კვლევები ადასტურებენ, პრეპარატის 12 თვემდე გამოყენების შესაძლებლობას, მაქსიმალური სარგებელი დაფიქსირდა 3 თვის შემდეგ (იხ. ნაწილი 5.1). თუ Clopid-AS-ის გამოყენება შეწყვეტილია, პაციენტებმა შეიძლება ისარგებლონ ერთი ანტითრომბოციტული სამკურნალო პროდუქტის მიღების გაგრძელებით. •პაციენტებში მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით ST სეგმენტის ელევაციით: თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ და გაგრძელდეს მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში. კლოპიდოგრელის და ASA-ს კომბინაციის სარგებელი 4 კვირის განმავლობაში, ამ პირობებში არ არის შესწავლილი (იხ. ნაწილი 5.1.) თუ Clopid-AS-ის გამოყენება შეწყვეტილია, პაციენტებმა შეიძლება ისარგებლონ ერთი ანტითრომბოციტული სამკურნალო პროდუქტის მიღების გაგრძელებით.
ინახება 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან.